სანდრო მამუკელაშვილი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

15 ქულა დენვერთან - მამუკელაშვილი ლეიკერსში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო

გამთენიისას NBA-ს წინასასეზონო მატჩების სერიის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლა და 106:121 დამარცხდა.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო, მან ჯამში 21 წუთი ითამაშა. ამ დროში მამუმ 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 7-დან 3 ზუსტი სამქულიანი ჩააგდო.

მამუკელაშვილის მსგავსად 15 ქულა ჰქონდა „ლეიკერსის“ ლიდერს ლუკა დონჩიჩს. „დენრვერის“ ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა კი 17 ქულა, 8 გადაცემა და 6 მოხსნა გაიფორმა.

თავისი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემაც, რომლის „ორლანდო მეჯიქი“ „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და 136:115 იმარჯვა.

გოგამ მხოლოდ 5 წუთი ითამაშა. ამ დროში მისი მონაგარი 3 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 დაფარება იყო.

რაც შეეხება NBA-ს სეზონის სტარტს. მამუკელაშვილის „ლეიკერსი“ 22 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყებს. ბითაძის „ორლანდო“ კი ამავე დღეს „ატლანტას“ უმასპინძლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები