ოფიციალურად | მანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის მწვრთნელად დაინიშნა
საკალათბურთო კლუბმა, „გალათასარაიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მანუჩარ მარკოიშვილის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა დაადასტურა. მარკოიშვილი „გალაში“ კალათბურთელის რანგში თამაშობდა, ახლა კი მწვრთნელის ამპლუით იმუშავებს.
„კეთილი იყოს გალათასარაიში მანუჩარ მარკოიშვილის მობრძანება. ჩვენმა საკალათბურთო გუნდმა შეთანხმებას მიაღწია მარკოიშვილთან, რომელმაც ამ კლუბის მაისურით თურქეთის ჩემპიონობა იზეიმა. სამწვრთნელო კარიერის დაწყების შემდეგ მან გამოცდილება ევროპის წამყვან ორგანიზაციებში მიიღო.
გალათასარაის ოჯახში მარკოიშვილის დაბრუნებას მივესალმებით და მას ამ პოსტზე მუშაობაში წარმატებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია თურქული კლუბის განცხადებაში.
✍️ Resmi | Galatasaray MCT Technic’e hoş geldin, Manuchar Markoishvili! Galatasaray MCT Technic Erkek Basketbol Takımımız, sarı-kırmızılı formamızla şampiyonluk sevinci yaşayan, oyunculuk ve antrenörlük kariyerinde Avrupa basketbolunun önemli organizasyonlarında deneyim kazanan Manuchar Markoishvili ile başantrenörlük görevi için anlaşmaya varmıştır. Yeni başantrenörümüz Manuchar Markoishvili'ye Galatasaray Ailesi'ne yeniden hoş geldin diyor, görevinde başarılar diliyoruz.
— Galatasaray MCT Technic (@GSBasketbol) October 16, 2026
ცნობისთვის, მარკოიშვილმა 2013 წელს „გალათასარაისთან“ ერთად თურქეთის ჩემპიონობა მოიპოვა და კლუბის ღირსებას წელიწად-ნახევრის განმავლობაში იცავდა. ბოლოს იგი „მონაკოში“ მუშაობდა და კლუბი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს