სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„საუკეთესო ვერსია ჯერ არ გვინახავს“ | რას წერენ სანდრო მამუკელაშვილზე

ლოს ანჯელესურმა გამოცემამ, LakeShowLife-მა სანდრო მამუკელაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორის მიხედვით, „ლეიკერსის“ გულშემატკივრებს მისი საუკეთესო ვერსია ჯერ არ უნახავთ, თუმცა „მამუ“ უკვე ფანების ერთ-ერთი ფავორიტი კალათბურთელია.

„სანდრო მამუკელაშვილი გულშემატკივრების ფავორიტი მრავალმხრივობისა და ბოლომდე ბრძოლის გამოა. ფანებმა იციან, მამუ პარკეტზე როდისაა. თუ სამქულიანს არ ისვრის ან სწრაფ შეტევას არ აგვირგვინებს, გუნდს თავდადებული თამაშით მუხტავს.

„ლეიკერსს“ სწორედ ეს სჭირდება, რათა დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდებს გაუწიოს კონკურენცია. „ლეიკერსმა“ „კლიპერსი“ თავისი საუკეთესო მოთამაშის გარეშე გაანადგურა და ამ გამარჯვებაში მამუმ დიდი წვლილი შეიტანა. ხუთი მოთამაშე ჰყავდათ, რომლებმაც 10-ქულიანი ნიშნული გადალახეს. ეს გუნდური შრომა იყო, თუმცა მამუკელაშვილი ზედიზედ მეორე ღამეა გამოირჩევა. ასეთი მრავალმხრივი მეექვსე მოთამაშის ყოლა „ლეიკერსს“ საშუალებას აძლევს, საჭიროებისამებრ სხვადასხვა ტაქტიკურ სქემას მიმართოს.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო ვერსია ჯერ არ უნახავს. მას შეგუებისთვის დრო სჭირდება, თუმცა უკვე ფანების ფავორიტია და როგორც დაცვაზე, ისე შეტევაზე ახდენს გავლენას. მამუ უკეთესი გახდება და მისთვის გადახდილი თითოეული ცენტი ღირს“, — წერს გამოცემა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 10.2 ქულას, 4.8 მოხსნას, 1.8 შედეგიან გადაცემასა და 0.6 დაფარებას აგროვებს. იგი პარკეტიდან 51.4 პროცენტით უტევს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ზედიზედ სამი გამარჯვება | გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალშია
    ზედიზედ სამი გამარჯვება | გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალშია