ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

„აქცენტი თავიდანვე მასზე უნდა გაეკეთებინათ“ - France Football-ის რედაქტორის კრიტიკა

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიას მეექვსე ადგილზე გასვლა და სამეულს მიღმა დარჩენა არამხოლოდ ქართველი გულშემატკივრებისთვის, არამედ ალბათ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის დიდ გამოცანად რჩება. ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის MVP-ის პრიზის ქართველის მფლობელის დაუფასებლობა, რომელმაც ყველა გადამწყვეტ შეხვედრაში საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა, ახლაც გრძელდება, რაზეც „ფრანს ფუტბოლის“ რედაქტორის კომენტარიც მეტყველებს:

„პარი სენ-ჟერმენთან“ კომუნიკაცია მთელი ამ თვეების განმავლობაში ძალიან რთული და გაუგებარი იყო. მათ თავდაპირველად საჯაროდ განაცხადეს, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავის სამ ფეხბურთელს უჭერდნენ მხარს, შემდეგ კი რაოდენობა ორამდე შეამცირეს. ჩემი აზრით, მათ თავიდანვე აქცენტი ერთ მოთამაშეზე, ამ პრიზის შარშანდელ გამარჯვებულზე, უსმან დემბელეზე უნდა გაეკეთებინათ და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა“.

რის საფუძველზე ამჯობინებს ფრანგული გაზეთის მთავარი რედაქტორი გასული სეზონის შედეგების მიხედვით უსმან დემბელეს ხვიჩა კვარაცხელიას, ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისთვის რა თქმა უნდა რთულად გასაგები უნდა იყოს, თუმცა ფრანგია და თანამემამულეს უჭერს მხარს. ისე კი, ცნობისათვის, 2012 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საუკეთესო ხუთეულში ჩემპიონთა ლიგის მფლობელი კლუბიდან არც ერთი ფეხბურთელი არ შეიყვანეს. 14 წლის წინ წინანდელი ტრიუმფატორი „ჩელსიდან“ საუკეთესო შედეგი დიდიე დროგბას ჰქონდა, რომელმაც მერვე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მბაპეს კვარას სეზონი რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთს მოიგებდა“ | რას ამბობს ვალიდ აშერშური
    „მბაპეს კვარას სეზონი რომ ჰქონოდა, ოქროს ბურთს მოიგებდა“ | რას ამბობს ვალიდ აშერშური