ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არ მესმის, როდრი და მესი ხვიჩაზე წინ როგორ არიან“ | ნასრი ოქროს ბურთის რეიტინგზე

საფრანგეთის ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, სამირ ნასრი „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგით უკმაყოფილო დარჩა. ნასრის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია უფრო მაღალ პოზიციას იმსახურებდა და პრესტიჟული ჯილდოს მიღების ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ.

„ჩემი აზრით, როცა ასეთი მსოფლიო ჩემპიონატია და გამარჯვებულ გუნდს არ ჰყავს ისეთი ინდივიდუალური ლიდერი, რომელმაც ფენომენალური მუნდიალი ჩაატარა, სხვა კრიტერიუმებით უნდა იმსჯელო. ვფიქრობ, ოქროს ბურთის კვარასთვის მიცემა ნამდვილად შეიძლებოდა, რადგან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მთელი სეზონის განმავლობაში იბრძოდა.

ლუკა მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იყო, ტურნირის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ და ხორვატიის ნაკრების აშკარა ლიდერი იყო. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს, არანაირი პრობლემა არ არის, ოქროს ბურთი მას მისცე. მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა თუ ეს ვითარება არ გაქვს, მაშინ კლუბი დააჯილდოვე — მით უმეტეს, რომ პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო. დააჯილდოვე კლუბი და მიეცი ოქროს ბურთი კვარაცხელიას.

მბაპეს მეორე ადგილზე გასვლა არ გამკვირვებია, მაგრამ ბევრი რაღაც არ მესმის. როდრიმ ორი თვე ითამაშა და მეოთხე ადგილზეა. მესი სადაცაა კარიერას დაასრულებს, აშშ-ში, MLS-ში თამაშობს და მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული მატჩების გამო მეხუთე ადგილზეა. ამ დროს, საფრანგეთის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი მათ უკანაა. ბოდიში, მაგრამ ეს უბრალოდ არ მესმის“.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია მე-6 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ჰარი კეინმა დაიკავა, მეორე — კილიან მბაპემ, მესამე კი — ლამინ იამალმა. მე-4 და მე-5 ადგილები როდრიმ და ლიონელ მესიმ გაინაწილეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საფეხბურთო სასწაული კარაბაოს თასზე | ფლიტვუდმა არსენალი გააგდო
    საფეხბურთო სასწაული კარაბაოს თასზე | ფლიტვუდმა არსენალი გააგდო