კილიან მბაპე
Aa
Aa

რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა | ბოდიში ჩინეთს მბაპეს სიტყვების გამო

„რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ჩინეთსა და ჩინელ ხალხს კილიან მბაპეს მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.

„„რეალს“ სურს, ბოდიში მოუხადოს ჩინელ ხალხს იმ უსიამოვნების გამო, რაც ჩვენი მოთამაშის, კილიან მბაპეს ბოლო სიტყვებმა გამოიწვია. ჩვენი კლუბი უდიდეს პატივისცემას ინარჩუნებს როგორც ჩინეთის, მისი ისტორიის, კულტურისა და მოქალაქეების მიმართ, ასევე მილიონობით ჩინელი გულშემატკივრის მიმართაც, რომლებიც „რეალისადმი“ სიყვარულსა და აღფრთოვანებას გამოხატავენ.

კლუბი უერთდება კილიან მბაპეს მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ბოდიშს, რომელშიც თავად მოთამაშემ საკუთარი სიტყვების გამო სინანული გამოხატა და ჩინელი ხალხისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„რეალი“ აფიქსირებს თავის ერთგულებას პატივისცემის, თანაცხოვრებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების ღირებულებებისადმი და გამოთქვამს სურვილს, განაგრძოს იმ მეგობრული და თბილი ურთიერთობების გამყარება, რომლებიც მას ჩინეთთან და მის მოქალაქეებთან აკავშირებს“,— წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მბაპე ფრანგულ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა და ჰკითხეს, მისი ფავორიტი მიმი რომელია. მის პასუხს ჩინეთში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. მბაპეს ფავორიტია „ჩინელი დიქტატორის“ მიმი, რომელშიც მისი სახე ჩასვეს. კილიანს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მაო ძე დუნზე საუბრობდა, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია უდიდეს პატივს სცემს და მას ხელშეუხებელ ფიგურად მიიჩნევს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩემთვის, საუკეთესო კვარაცხელია იყო“ - კროოსმა ხვიჩა ისევ გამოარჩია
    „ჩემთვის, საუკეთესო კვარაცხელია იყო“ - კროოსმა ხვიჩა ისევ გამოარჩია