ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგა | ბარსელონას მთელი 602 ევროს გადახდა დააკისრეს

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ „ბარსელონა“ დააჯარიმა და „ბლაუგრანას“ არც მეტი, არც ნაკლები, 602 ევროს გადახდა დააკისრა. კატალონიური გრანდი დამნაშავედ ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგასთან დაკავშირებულ საკითხზე ცნეს.

ფინანსური ჯარიმა 133-ე მუხლის საფუძველზე დაწესდა, როგორც ინსტრუქციების, შეთანხმებების ან რეგულაციური ვალდებულებების შეუსრულებლობა. ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციას „ატლეტიკომ“ მიმართა. მადრიდელები ირწმუნებიან, რომ „ბარსამ“ ალვარესთან მოლაპარაკებები ისე დაიწყო, რომ მათთვის წინასწარ არაფერი უცნობებია.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ ვერდიქტის გასაჩივრებასა და აპელაციის შეტანას გეგმავს. „ბარსელონაში“ თვლიან, რომ არასწორი არაფერი გაუკეთებიათ და „ატლეტიკოს“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს, მაგრამ მადრიდული კლუბისგან პასუხი ვერ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი თემა სწორედ ხულიანის საგა იყო. ალვარესმა წასვლა საჯაროდ მოითხოვა, მაგრამ „ატლეტიკომ“ მის „ბარსელონაში“ გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მადრიდელები მის სანაცვლოდ 500 მილიონ ევროს ითხოვდნენ, „ბარსა“ კი მზად იყო, 100 მილიონი გადაეხადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში | 17 ქულა პორტლენდის წინააღმდეგ
    მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში | 17 ქულა პორტლენდის წინააღმდეგ