გალათასარაი, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

ხელჩართული ჩხუბი | გალათასარაი-ფენერბაჰჩეს მატჩი სკანდალურად დასრულდა

თურქეთის სუპერლიგაში, „გალათასარაისა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის სტამბოლური დერბი სკანდალურად დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხელჩართულ ჩხუბში მთავარი მოქმედი პირები „ფენერბაჰჩედან“ არჩი ბრაუნი, „გალათასარაიდან“ კი აბდულქერიმ ბარდაქჩი იყვნენ. საბოლოოდ, სიტუაცია თავად ფეხბურთელების ძალისხმევითა და პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში, „გალათასარაის“ მწვრთნელმა მომხდარის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა:

„ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყო, რადგან თავად მატჩმა საკმაოდ სუფთად ჩაიარა. მაგრამ მატჩის დასრულებისთანავე ეს მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვეცადეთ, ჩვენი ფეხბურთელები გაგვეშველებინა და ამ სიტუაციიდან გამოგვეყვანა.

ძალიან ქაოსური ვითარება იყო. სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს არსებულმა დაძაბულობამ იჩინა თავი, ეს დაძაბულობა განსაკუთრებით დამარცხებული გუნდის მოთამაშეებში ვლინდება, თუმცა მსგავსი რაღაცები ფეხბურთის ნაწილია.

სამწუხაროდ, თამაში ასე დასრულდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სასჯელები აუცილებლად დაწესდება“, - განაცხადა ოქან ბურუქმა.

„გალათასარაიმ“ დერბი ვიქტორ ოსიმენის დუბლით, 2:1 მოიგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კეინისა და მბაპეს ქულებს შორის სხვაობა 41-ზე ნაკლებია“ | France Football-ის რედაქტორი
    „კეინისა და მბაპეს ქულებს შორის სხვაობა 41-ზე ნაკლებია“ | France Football-ის რედაქტორი