„კეინისა და მბაპეს ქულებს შორის სხვაობა 41-ზე ნაკლებია“ | France Football-ის რედაქტორი
France Football-ის ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ვინსენტ გარსიამ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომელიც ჰარი კეინმა მოიგო. გარსიას თქმით, ინგლისელ ფეხბურთელსა და ლამინ იამალს შორის სხვაობა დიდი არ ყოფილა და როდრი რომ არა, „ოქროს ბურთს“ ალბათ, იამალი დაისაკუთრებდა.
„ვფიქრობ, როდრიმ იამალს რამდენიმე ხმა წაართვა. მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებში ხმები აშკარად გაიყო და ორივე მათგანს ეს ძვირად დაუჯდა. ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე ნამდვილი მანქანა იყო და ერთი რომელიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური პერფორმანსის გამორჩევა რთული გახლდათ.
ხმის მიცემის პერიოდის უმეტეს ნაწილში კილიან მბაპე ლიდერობდა, ვიდრე ჰარი კეინი არ წამოეწია. ქულების სხვაობა კეინსა და მბაპეს შორის უკიდურესად მცირეა — იმაზე ნაკლები, ვიდრე 2024 წელს როდრისა და ვინისიუსს შორის იყო, როდესაც სხვაობამ 41 ქულა შეადგინა“.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი რეიტინგი ასე გადანაწილდა: ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლამინ იამალი, როდრი, ლიონელ მესი, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ერლინგ ჰოლანდი, მაიკლ ოლისე, ფაბიან რუისი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს