CIES-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | რომელ ადგილს იკავებს ხვიჩა კვარაცხელია
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საკუთარ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, „ოქროს ბურთის“ ფავორიტები დაასახელა. CIES-ის მიხედვით, წელს, პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული „ბარსელონას“ გარემარბი, ლამინ იამალი უნდა გახდეს, რომლის რეიტინგულმა ქულამ 95.8 შეადგინა.
მეორე პოზიციაზე მაიკლ ოლისე იმყოფება — 93.9 ქულა. მესამე ადგილზე ჰარი კეინია — 90.5 ქულა. ინგლისელ თავდამსხმელთან ძალიან ახლოს არიან ლიონელ მესი, დეზირე დუე და კილიან მბაპე. სამივე მათგანის რეიტინგული ქულა 90.4 გახლავთ.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია 90.3 ქულით, მეშვიდე პოზიციას იკავებს. იგივე ქულა აქვს პედრის, ხოლო ერლინგ ჰოლანდი და პაუ კუბარსი 90.0 ქულით მეცხრე და მეათე ადგილებს იკავებენ.
ცნობისთვის, The Athletic-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში კვარაცხელია მეშვიდე ადგილს იკავებს. იგივე პოზიციაზეა Goal-ის ვერსიითაც, ხოლო GiveMeSport-მა მას მე-11 პოზიცია მიაკუთვნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს