ლუკა ლოჩოშვილი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

ოლისესთან და ფულკრუგთან ერთად | ლოჩოშვილის აღიარება ბუნდესლიგაში

Sofascore-ის ვერსიით, გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ გუნდში „კიოლნის“ ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მოხვდა, რომელმაც „შალკესთან“ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მასთან ერთად სიმბოლურ გუნდში რამდენიმე ცნობილი სახეა, მათ შორის მაიკლ ოლისე და ნიკლას ფულკრუგი.

ტურის სიმბოლური ნაკრები და შეფასებები: იონას ურბიგი (8.1), ანტონი კაში (8.7), ტიმო ბეკერი (8.2), ლუკა ლოჩოშვილი (8.0), რამი ბენსებაინი (8.2), ჰანო მასენგო (8.0), ვალენტინ მოჰია (8.2), ბრაიან გრუდა (8.7), მაიკლ ოლისე (9.4), რომულო (9.8), ნიკლას ფულკრუგი (8.0)

„კიოლნისა“ და „შალკეს“ მატჩთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ Sofascore-მა ლოჩოშვილს „კიოლნის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება — 8.0 დაუწერა. ანალოგიურად, Whoscored-ის ვერსიით მასპინძელთა შორის ლუკა საუკეთესო იყო (7.81), ხოლო Flashscore-ის შეფასებით, ქართველი მცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (8.3).

„შალკესთან“ მატჩამდე „კიოლნმა“ ზედიზედ ოც შეხვედრაში გაუშვა გოლი. ეს წარუმატებელი სტატისტიკა სწორედ ამ თამაშში დასრულდა, რაშიც ლუკა ლოჩოშვილის დიდი დამსახურებაა (იხილეთ ვრცლად).

ქართველმა მცველმა სტატისტიკურად შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა:

  • მიწაზე 7 ორთაბრძოლიდან 6 მოიგო

  • საჰაერო ორთაბრძოლებში 9-დან 7-ში გაიმარჯვა

  • ვითარების განმუხტვა და ბურთის ამოტანა 7-ჯერ შეძლო

  • ბურთი 5-ჯერ დაიბრუნა, ერთხელ კი მეტოქის გადაცემა ჩაჭრა

  • 4 ვარდნიდან 2 წარმატებული ჰქონდა

  • მეტოქის ნახევარზე შესრულებული 30 პასიდან 28 ზუსტი იყო, საკუთარ ნახევარზე კი 65-დან 61 პასი ზუსტად გაგზავნა

  • 28 წლის მცველმა 4 შორეული პასიდან 3 ზუსტად შეასრულა

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქვილითაიასთან ერთად ახალმა სქემამ გაამართლა | კილის მთავარი მწვრთნელის კომენტარი
    ქვილითაიასთან ერთად ახალმა სქემამ გაამართლა | კილის მთავარი მწვრთნელის კომენტარი