გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„სათამაშოდ მზადაა, მაგრამ...“ - სევილიას მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსია პლასამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს ტრავმირებულთა სიიდან გიორგი ქოჩორაშვილი და ლუკას სტასინი დაუბრუნდნენ, რომლებიც „ოსასუნას“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნებიან.

რას ამბობს ლუის გარსია:

„ქოჩორაშვილი და სტასინი გვიბრუნდებიან. ყველა ფეხბურთელი მზადაა, თუმცა ზოგიერთი არ არის იმ კონდიციაში, რომ 90 ან 45 წუთი ითამაშოს. ერთის განაცხადს მიღმა დატოვება მომიწევს, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ ყველა კარგად არის. არ ვიტყვი ვინ იქნება ეს, დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება იმას, თუ ვინ ითამაშებს მეტ ან ნაკლებ დროს. წინ ოთხი თამაში გვაქვს, რომლებსაც სრული შემადგენლობით ვხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი 90 წუთისთვის მზად არ არის“.

შეგახსენებთ, რომ „სევილიასა“ და „ოსასუნას“ მატჩი 26 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიქაუტაძის გამარჯვების გოლი - ვილიარეალმა ვალენსიას მოუგო
    მიქაუტაძის გამარჯვების გოლი - ვილიარეალმა ვალენსიას მოუგო