8-გოლიანი თრილერი და ფრე ატალანტასთან - კვერნაძე 65-ე წუთზე შეცვალეს
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 8-გოლიან თრილერში ფრედ, 4:4 ითამაშა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ფროზინონეს“ გოლების ეპიზოდებში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მთავარმა მწვრთნელმა კვერნაძე 65-ე წუთზე ძერბინით შეცვალა.
მოედნიდან გასვლამდე, გიორგი კვერნაძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 34 შეხება, 18-დან 9 ზუსტი პასი, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, კარისკენ 2 დარტყმა - 1 არაზუსტი, 1 დაიბლოკა, 1 თამაშგარე, 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 ართვა, 9-დან 3 მოგებული დუელი, 1-დან 1 მოგებული საჰაერო დუელი, 1 ჯარიმა, ბურთის 4-ჯერ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება, 5.9 ქულა (ყველაზე დაბალი „ფროზინონეში).
გიორგი კვერნაძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ მაისურით რვავე შეხვედრაში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა თავი იტალიის თასზე გატანილი 2 გოლითაც გამოიჩინა.
8 ტურის შემდეგ მისი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს