„მხოლოდ 3 ქულა თამაშდება, მაგრამ მოგება გაცილებით მეტს ნიშნავს“ - ფლიკი კლასიკოზე
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ელ კლასიკო ყოველთვის განსაკუთრებულია - ეს არის საუკეთესო მატჩი, რომელსაც ფეხბურთში შეიძლება უყუორ. მთელი მსოფლიო, მილიონობით ადამიანი უყურებს ელ კლასიკოს. ხვალ მხოლოდ 3 ქულა გათამაშდება, მაგრამ გამარჯვება გაცილებით მეტს ნიშნავს.
ველოდები, რომ „რეალი“ თავდაჯერებული იქნება. ეს არის დიდებული კლუბი, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. უმაღლესი კლასის გუნდია, განსაკუთრებით შეტევაში.
მსაჯობა? 100%-ით ვენდობი მათ. ყველანი ამ სპორტის ნაწილი ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი დავიცვათ.
გუნდმა ძალები აღიდგინა და ხვალ მზად იქნება. ვესაუბრე ბიჭებს პსჟ-სთან მარცხის შემდეგ. რაღაც მომეწონა, რაღაც კი გასაუმჯობესებელი გვაქვს. ხვალ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირდება. ვიცით, რომ „რეალი“ კარგად თამაშობს სტანდარტებზე. ამაზე ვისაუბრეთ და იმაზე უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ეს პარიზში გავაკეთეთ.
ჟიულ კუნდე ვერ ითამაშებს. ამ შემთხვევაში გარისკვა არ ღირს და ამას უნდა შევეგუოთ. რაც შეეხება დანი ოლმოს, ის კარგ ფორმაში იყო და შესანიშნავად თამაშობდა. სამწუხაროა, რომ დანი ბევრ თამაშს გამოტოვებს, მაგრამ ჩვენ ფერმინ ლოპესიც გვყავს.
როგორ შევაჩეროთ მბაპე? მნიშვნელოვანია, სწორი განლაგება გვქონდეს როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. მეტოქე გუნდის ფეხბურთელზე, რომელსაც ბურთი ექნება, პრესინგი უნდა განვახორციელოთ. ვფიქრობ, კუბარსი და მარტინი კარგად თამაშობენ და ერთად პროგრესირებენ“.
შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკო ხვალ „კამპ ნოუზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს