გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილის ორი საგოლე მომენტი - მეცი დანკერკს დაუზავდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეათე ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცი“ „დანკერკს“ დაუპირისპირდა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში ქართველ შემტევს გოლის გატანის ორი შანსი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მას მასპინძელთა მეკარემ აჯობა. აბუაშვილმა 81 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 6.0-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 35 შეხება ბურთთან, 18-დან 15 ზუსტი პასი (83%), 1 საკვანძო პასი, 3 დარტყმა კარში და 1 დაბლოკილი დარტყმა.

აბუაშვილის გამორჩეული მომენტები

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიშე მე-9 წუთზე პაპა მუსა ფალმა გახსნა. 65-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა, ოპა სანგანტემ პენალტი გააცუდა, თუმცა თავისივე შეცდომა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა.

10 მატჩის შემდეგ „მეცს“ 14 ქულა აქვს. აბუაშვილის გუნდი მე-8 ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 ოქტომბერს „პოს“ მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება“ | მექვაბიშვილს კვარაზე ჰკითხეს
    „დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება“ | მექვაბიშვილს კვარაზე ჰკითხეს