გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილის გოლი და კარგი მატჩი - მეცმა სოშო დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეცხრე ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ „სოშოს“ უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი სოლიდური უპირატესობით წარმართეს. უკვე მე-10 წუთზე „მეცმა“ ანგარიში გახსნა. თუ, პირველი გოლი ავტოგოლი იყო, მეორე ბურთის ავტორი გიორგი აბუაშვილი გახდა, რომელმაც სწორი პოზიცია შეარჩია და საჯარიმოში მცველების უზუსტობით ისარგებლა. ეს მისთვის სეზონში მე-3 გოლი იყო.

აბუაშვილი აქტიური იყო, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევაშიც ქმნიდა მომენტებს. საბოლოოდ, მეორე ნახევარში როცა ანგარიში უკვე 3:1 იყო, მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეცვალა.

9 ტურის შემდეგ, „მეცი“ 13 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობს.

მომდევნო ტურში „მეცი“ სტუმრად „დიუნკერკს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება და ჩვენი დროით 22:00-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები