გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილის სუსტი მატჩი - მეცი დიჟონთან დამარცხდა

მიმდინარე სეზონში „მეცი“ საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება, რის გამოც აქედანვე ჩანს, რომ ლიგა 1-ის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. წინა ტურში თუ „სენტ ეტიენის“ სახით გათამაშების ლიდერს დააკარგვინეს ქულები, ამჯერად გიორგი აბუაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „დიჟონთან“ 2:4 დამარცხდნენ.

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა მისი თანაგუნდელების მსგავსად, „მეცის“ ქართველ ლეგიონერსაც მოედანზე ღირებული არაფერი გაუკეთებია. აბუაშვილმა კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა, საკვანძო გადაცემა არ შეუსრულებია, პასები 90-პროცენტიანი (20-დან 18) სიზუსტით გაანაწილა და დრიბლინგის 7 მცდელობიდან წარმატებით 3 დაასრულა. გიორგიმ ათიდან მხოლოდ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და ორიდან ვერც ერთ საჰაერო დუელში გამარჯვებული ვერ გამოვიდა.

ცნობისათვის, რვა ტურში დაგროვებული ათი ქულით „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა. მომდევნო ტურში გიორგი აბუაშვილი და მისი თანაგუნდელები „სოშოს“ უმასპინძლებენ და მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დაცვის ბურჯი და კლუბის იდენტობის ნაწილი | გადრანის ახალი კონტრაქტი ბეითართან
    დაცვის ბურჯი და კლუბის იდენტობის ნაწილი | გადრანის ახალი კონტრაქტი ბეითართან