ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია სამეულში შეიყვანა | ტროი დინის ოქროს ბურთის ხუთეული

„უოტფორდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ტროი დინიმ, რომელიც CBS Sports-ზე მუშაობს, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების ტოპ 10 შეადგინა. დინიმ ხვიჩა კვარაცხელია ტოპ სამში შეიყვანა, პრესტიჟული ჯილდო კი ლამინ იამალს მიანიჭა.

„ტოპ 5 კილიან მბაპეთი იწყება, რომელსაც დაუჯერებელი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი მოუგია, ტიტულები კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ჰარი კეინსაც დაუჯერებელი სტატისტიკა ჰქონდა და შეგვიძლია, მეოთხე, მესამე ან მეორე პოზიციაზე დავაყენოთ. ტიტულები მოიგო, თუმცა ინგლისთან ერთად იმედგამაცრუებელი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა და, როცა გუნდს სჭირდებოდა, არ ჩანდა.

მესამე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია მყავს. მის სანაკრებო თამაშებს ვერ შევაფასებთ, საკლუბოზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და „პარი სენ-ჟერმენში“ დაუჯერებელი იყო. ალბათ, ამ მომენტისთვის საუკეთესო გარემარბი იქნებოდა, რომ არა მაიკლ ოლისე, რომელიც ნომერ პირველია. რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ლამინ იამალია, რომელმაც 19 წლის ასაკში ყველაფერს მიაღწია“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ცერემონია ლონდონში გაიმართება და გამოკვეთილ ფავორიტებად ლამინ იამალი და ჰარი კეინი სახელდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პირველივე ვარჯიშზე სამი ფეხბურთელი მოატყუა“ | დიეგო დემემ კვარაზე ისაუბრა
    „პირველივე ვარჯიშზე სამი ფეხბურთელი მოატყუა“ | დიეგო დემემ კვარაზე ისაუბრა