ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ პსჟ ისეთივე ძლიერია, როგორიც ადრე იყო“ - რიოლო

RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენის“ ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მისივე თქმით, „რომასთან“ მატჩმა აჩვენა, რომ დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმების ფონზე გუნდი გაძლიერებას საჭიროებს.

„როცა ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში აკლიუში, ფერანი და მაიული გამოდიან, ყველა ხედავს, რომ პსჟ-ს შეტევა დასუსტებულია. აკლიუშმა უნდა გამოიყენოს თავისი შანსი, იმიტომ რომ ის კლუბის აკადემიის აღზრდილი არაა - მასში 50 მილიონი ევროა გადახდილი.

იგივე ეხება 60 მილიონ ევროდ ნაყიდ მიკა გოდტს, რომელიც სკამზე ზის. ფერან ტორესი ლუის ენრიკეს ფავორიტია და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, მაგრამ ისიც სუსტია.

აქ ჩნდება კითხვა: სჭირდება თუ არა გუნდს გაძლიერება? ლუის ენრიკე აცხადებს, რომ ტრანსფერები არ სჭირდება. მას უნდა დავუჯეროთ, იმიტომ რომ მისმა წარმატებებმა ნდობის უდიდესი კრედიტი შეუქმნა. თუმცა ვერავინ დამარწმუნებს, რომ პსჟ-ს შემადგენლობა ისეთივე ძლიერია, როგორიც ადრე იყო“.

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ 13 ქულით ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ 3 ტურში პარიზელები „ასტონ ვილას“ (გასვლა), „კომოს“ (გასვლა) და „გალათასარაის“ (შინ) შეხვდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარა და დუე ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ“ - ჟოაო ნევეში
    „კვარა და დუე ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ“ - ჟოაო ნევეში