ჟოზე მოურინიო, ოქროს ბურთი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი: ოქროს ბურთი არ მაინტერესებს, მთავარია ტიტულები მოვიგო

„რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა განაცხადა, რომ გუნდურ მიღწევებს „ოქროს ბურთზე“ მაღლა აყენებს.

2026 წელს ინგლისელმა საბოლოო გამოკითხვაში მე-11 ადგილი დაიკავა. France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშე ჰარი კეინი გახდა.

„სიმართლე გითხრათ, „ოქროს ბურთი“ არ მაღელვებს. მინდა რაც შეიძლება მეტი გუნდური ტიტული მოვიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა.

„ოქროს ბურთი“ თქვენთვისაა, ჟურნალისტებისთვის - შეგიძლიათ ხმა მისცეთ და ატმოსფერო ოდნავ დაძაბოთ. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს“,

- განაცხადა ბელინგემმა.

„ოქროს ბურთზე“ ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბელინგემის ათეულს მიღმა დარჩენა აღმაშფოთებელი იყო.

„ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია - ყოველგვარი ეჭვის გარეშე. უფრო მეტიც, მას შეუძლია იყოს როგორც „ათიანი“, ისე „რვიანი“, ითამაშოს ორი საყრდენით სქემაში, ერთით... სწორედ ამიტომ ვამბობდი, როდესაც „ოქროს ბურთი“ განიხილებოდა, რომ საუკეთესო ათეულში მისი არყოფნა აღმაშფოთებელია. ის აბსოლუტურად გამორჩეული მოთამაშეა.“

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები