დინამო თბილისი, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

U19: ადუაშვილის ლამაზი გოლი და დინამოს ფრე ფიორენტინასთან

თბილისში „დინამო არენაზე“ უეფას ახალგაზრდული ლიგის (U-19) მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის „დინამომ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

პირველ ტაიმში უპირატესობას იტალიელები ფლობდნენ და თამაშის სცენარსაც ისინი აკონტროლებდნენ. ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და „ფიორენტინამ“ 45-ე წუთზე კუთხურის შედეგად ტურონეს გოლით ანგარიში გახსნა.

თუ პირველი ნახევარი ფლორენციელების იყო, მეორე აშკარად „დინამოს“ კარნახით წარიმართა. თორნიკე კვარაცხელიას დრიბლინგმა შედეგი ვერ გამოიღო, ალექსიძის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. თუმცა, 82-ე წუთზე კუთხურის შედეგად გადმოვარდნილი ბურთი ძლიერი და ეფექტური დარტყმით ბადეში ადუაშვილმა გაახვია - 1:1.

მეტნაკლებად შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. ყველაფერი 9 დეკემბერს ფლორენციაში გაირკვევა. გამარჯვებული ახალგაზრდულ ლიგის ფაზაზე ითამაშებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები