მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბმა თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა“ - ტაქტაროვი აბუ-დაბის ჩხუბზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ჩემპიონმა, ოლეგ ტაქტაროვმა რუსულ მედიასთან აბუ-დაბიში, უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ტაქტაროვი ტაქტაროვი დარწმუნებულია, რომ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარი ჩხუბი დადგმული იყო.

რას ამბობს ტაქტაროვი:

„დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმება არსებობდა და ამ ყველაფერს ხელს ნურმაგომედოვების მენეჯერი, ალი აბდელ-აზიზი უწყობდა. 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილმა ამ თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა და მისი მენეჯერიც საქმის კურსში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რაღაცები ისეთ ადგილებში, როგორიც აბუ-დაბია, მით უმეტეს სასტუმროებში, უბრალოდ ასე არ ხდება.“

შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგოდოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის ჩხუბი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ასეთ ქცევას კაცები პატივს არ სცემენ“ | ფელდერი და ბისპინგი აბუ-დაბის ინციდენტზე
    „ასეთ ქცევას კაცები პატივს არ სცემენ“ | ფელდერი და ბისპინგი აბუ-დაბის ინციდენტზე