მერაბ დვალიშვილი, ისრაელ ადესანია
Aa
Aa

„აჰმედს გაუმართლა, რომ მერაბის მუშტი არ მოხვდა“ - ადესანიას შეფასება

UFC-ის მებრძოლებიდან ერთ-ერთი პირველი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, ისრაელ ადესანია გახლდათ, რომელმაც დაღესტნელები ასე დაახასიათა: „შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტყავი გამოიცვალოს, მაგრამ გველი მაინც გველად დარჩება“. ახლა, როდესაც „იზის“ ბრძოლა ახლოვდება, მას მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ხშირად უწევს და როდესაც მაშინდელ ინციდენტზე კიდევ ერთხელ დაუსვეს შეკითხვა, მკაცრი კომენტარის გაკეთებას ამჯერადაც არ მოერიდა.

ისრაელ ადესანია

როდესაც ეს ვიდეო ვნახე, საშინლად გავბრაზდი. ხალხი წერდა, რომ ყველაფერი მერაბმა დაიწყო, მაგრამ მაშინ თბილისში ყველაფერი ერთი ერთზე მოხდა. თუ ეს ბიჭი, აჰმედ გაჯიმაგომედოვი დვალიშვილს მართლაც უყვიროდა, მაშინ გაუმართლა რომ მხოლოდ სილა მოხვდა და არა მუშტი. დაღესტნელების საპასუხო სვლა როგორი იყო? შვიდნი მივიდნენ ერთ კაცთან, ეს უბრალოდ ლაჩრული საქციელია.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს, საუდის არაბეთში გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენის ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ისრაელ ადესანიაა, რომელიც დაღესტნელ შარაბუტდინ მაგომედოვს დაუპირისპირდება. ამავე ქარდზე კი ქართველი ლევან ჩოხელიც იჩხუბებს, რომლის მეტოქეც გერმანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლი ისლამ დულატოვი იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „რაც მერაბმა გააკეთა, საოცრებაა“ - ალჯო MMA აკადემიის გახსნაზე
    „რაც მერაბმა გააკეთა, საოცრებაა“ - ალჯო MMA აკადემიის გახსნაზე