ისტორია დაწერა - დიეგო სიმეონეს უნიკალური რეკორდი ლა ლიგაში
ხეტაფეს დამარცხების შემდეგ, „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მწვრთნელის რეკორდი დაამყარა — 345 მოგებით მან მადრიდის „ატლეტიკოს“ ლეგენდას, ლუის არაგონესს, გადაასწრო.
არგენტინელმა სპეციალისტმა ეს შედეგი ჩემპიონატში ჩატარებულ 567 მატჩში დააფიქსირა — ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამორჩეული მაჩვენებელია. გამოდის, რომ სიმეონემ იმ შეხვედრების 60 პროცენტი მოიგო, რომლებშიც გუნდს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო პაბლო სიმეონემ „ატლეტიკოში“ მუშაობის პერიოდში რვა ტიტული მოიპოვა: ლა ლიგა ორჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას სუპერთასი ორჯერ და ევროპა ლიგა ორჯერ. ეს ლუის არაგონესის მონაგარზე ორი ტიტულით მეტია — მას ექვსი ჯილდო ჰქონდა მოგებული.
ასევე შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, თუმცა ორივე შემთხვევაში თანაქალაქელ რეალთან დამარცხდა.
DIEGO PABLO SIMEONE ❤️???? Técnico con más victorias en la historia de LaLiga. https://t.co/C5mGPpqI1f
— Atlético de Madrid (@Atleti) November 22, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს