რობერტ ლევანდოვსკი, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

პენალტებისთვის მეკარე შეცვალეს, მაგრამ ძირითად დროში წააგეს | მექვაბიშვილის მარცხი პლეიოფში

ანზორ მექვაბიშვილის „ჩიკაგო ფაიერი“ MLS-ის პლეიოფის პირველ რაუნდში „შარლოტს“ ხვდება. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პირველი მატჩი საშინაო კედლებში გამართა და დასანანი მარცხი იწვნია — 1:2.

„ჩიკაგოსა“ და „შარლოტის“ შეხვედრის ბოლო წუთები ძალიან საინტერესო გამოდგა. მსაჯმა ძირითად დროს 6 წუთი დაამატა და მეხუთე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „ფაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ ბერჰალტერმა, მეკარე შეცვალა და კრის ბრეიდის ნაცვლად ჯოშ კოჰენი შეიყვანა.

MLS-ის პლეიოფის წესების მიხედვით, თუ პირველი რაუნდის მატჩი ფრედ სრულდება, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება და კოჰენი თერთმეტმეტრიანების სპეციალისტია, თუმცა მისმა გუნდმა რამდენიმე წამი ვერ გაძლო. მალევე „ჩიკაგოს“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. კოჰენმა პეპ ბიელის თავდაპირველი დარტყმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი ისევ ბიელი იყო და „შარლოტი“ სერიაში დააწინაურა.

რაც შეეხება მექვაბიშვილს, ანზორმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 90-ე წუთზე ჯე დავილას ნაცვლად შევიდა. მისი გუნდის მხრიდან გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელმაც 69-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, „შარლოტის“ პირველი ბურთი კი ლიელ აბადამ შეაგდო.

ცნობისთვის, პლეი-ოფის პირველი რაუნდი ორ გამარჯვებამდეა და მეორე შეხვედრას „ჩიკაგო“ სტუმრად გამართავს. მატჩი 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ყველაფერს ადასტურებს, რასაც მის შესახებ ამბობენ“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
    „ყველაფერს ადასტურებს, რასაც მის შესახებ ამბობენ“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს