გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

„ყველაფერს ადასტურებს, რასაც მის შესახებ ამბობენ“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და 1:5 განადგურდა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა, რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა და გოლის გატანის მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ 62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 4:1 იყო, მთავარმა მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.

გიორგი კვერნაძის მომენტები:

შეხვედრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა იტალიურმა სააგენტომ კვერნაძის თამაში შეაფასა.

Eurosport.it – 6 ქულა: კარგი პირველი ტაიმი, მონაწილეობა მიიღო მაზინის გოლში, შემდეგ კი, დანარჩენი გუნდის მსგავსად, ცოტათი ჩაქრა. ბოლო კაცად დარჩენილმა 4:1-ის ეპიზოდში მორეირა და სისე ვერ შეაჩერა.

Calciomercato – 6 ქულა: ხილას პრობლემებს უქმნის, კარში ურტყამს. ქართველი ადასტურებს ყველაფერს იმ კარგს, რასაც მის შესახებ ამბობენ.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: მოქმედებს მარცხენა-ცენტრალურ ზონაში და, მაზინის გოლის გარდა, არის მოთამაშე, რომელიც მენიოსა და მის დაცვის ხაზს ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის.

Tuttofrosinone – 5.5 ქულა: ერთადერთია, ვინც გამწვავებას ცდილობდა. მარცხენა ფლანგზე ორიოდე სახიფათო მომენტი შექმნა. თუმცა, მსგავს საღამოებში ეს ძალიან ცოტაა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძემ მე-12 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 ასისტია. ასევე, ქართველმა შემტევმა იტალიის თასზეც გამოიჩინა თავი 2 გოლითა და ერთი ასისტით.

12 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „პარმას“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიქაუტაძის პრე-ასისტი | ვილიარეალმა ბარსელონასთან 2:0-დან წააგო
    მიქაუტაძის პრე-ასისტი | ვილიარეალმა ბარსელონასთან 2:0-დან წააგო