ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა | დავითაშვილის გამარჯვების გოლი რეიმსთან

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში რეიმსი შინ სენტ-ეტიენთან 0:1 დამარცხდა.

სენტ-ეტიენის ერთ-ერთი ლიდერი და ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 59-ე წუთზე მინდორზე გამოვიდა და სამ წუთში ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, ეს გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.

ქართველმა ფეხბურთელმა 22 აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა. მისი უგოლო სერია სამი თვე გრძელდებოდა.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ზურიკო ფრანგულ კლუბში როტაციაშია, სასტარტოში შეუცვლელად 13-დან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა.

13 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი 31 ქულით პირველზეა, მეორეადგილოსან ნანსის 3 ქულით უსწრებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები