ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

მამუს ორმაგ დუბლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ლეიკერსმა საკრამენტო დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ „საკრამენტო“ დრამატულ ბრძოლაში 106:104 დაამარცხა.

დიდი შესვენების წინ, „საკრამენტომ“ 6-ქულიანი ფორით წინ გასვლა შეძლო, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედებში „ლეიკერსი“ უკეთესი იყო და საბოლოოდ შეხვედრის მოგებაც შეძლო.

რაც შეეხება უშუალოდ მამუკელაშვილის თამაშს, სანდრომ 20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე თითო ქულა და მოხსნა დააკლდა. მისი მონაგარი 9 ქულა, 9 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

ლოს ანჯელესელთა რიგებში ყველაზე მეტი 25 ქულა ლუკა დონჩიჩს ჰქონდა. „საკრამენტოს“ მხრიდან 32 ქულა დეანდრე ჰანტერმა ჩააგდო.

ამ შეხვედრის შემდეგ, „ლეიკერსი“ 14 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ლიდერის პოზიციაზე ინარჩუნებს. „საკრამენტო“ კი 1 მოგებითა და 14 მარცხით ბოლო ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ლოს ანჯელესელები 24 ნოემბერს შინ „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები