NBC Sports: “შესაძლოა მამუკელაშვილი შარლოტთან ძირითადში მოხვდეს“
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ლეიკერსი შარლოტს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, გამოცემა NBC Sports ვარაუდობს, რომ სანდრო მამუკელაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება და მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის მიზეზი ტრავმიანობაა.
რას წერს NBC Sports?
„სანდრო მამუკელაშვილს ლეიკერსში სათამაშო დროის გაზრდის შესაძლებლობა ეძლევა. გადაწყვეტილია, რომ კესლერს ტრავმა აქვს და შარლოტთან მატჩს გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს პირველად ხდება.
აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბს სათამაშო როტაციის შეცვლა მოუწევს. მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება სანდრო მამუკაშვილის როლი და შესაძლოა, ის სასტარტო ხუთეულშიც გამოჩნდეს. ამასთან, სათამაშო დროს მიიღებს კევონ ლუნიც, რომელიც აქამდე ნაკლებად იტვირთებოდა“,
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეიკერსს უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო და 2 წააგო. ამ მომენტისთვის, ქართველი კალათბურთელის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციას იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს