მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ახლა ადგება და ნინა დრამასთან ერთად ვიდეოებს ჩაწერს“ - დარენ ტილმა მერაბი გააკრიტიკა

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად ორგანიზაცია Bare Knuckle Fighting Championship-ის მოკრივემ, დარენ ტილმა მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის დაპირისპირებაზე ისაუბრა და „ქართველი მანქანა“ გააკრიტიკა.

დარენ ტილი ამბობს, რომ მერაბი ზედმეტად ბევრს წუწუნებს და მის ადგილას, თავდამსხმელებზე შურისძიების გზებს მოძებნიდა.

რა თქვა დარენ ტილმა:

„იცით რა, მერაბი ვიდეოებს იღებს და წუწუნებს: „ოჰ, წარბი გამიხეთქეს“, ესაო, ისაო, ბლა-ბლა-ბლა... მეგობარო, ადექი და რამე მოიმოქმედე. ტიპი მოვიდა და სილა გაგაწნა, შენ კი ახლა ამაზე უბრალოდ ვიდეოების ჩაწერას აპირებ?

იცით, მერაბი ახლა რას იზამს? რას გააკეთებს და სავარაუდოდ, ადგება და ამაზე ტიკტოკს ან რამე „რილს“ ჩაწერს. ალბათ, ნინა დრამასთან ერთად გადაიღებს ვიდეოს და ამ ამბავზე უბრალოდ იცინებს და იხუმრებს.

ჩემს შემთხვევაში რომ მომხდარიყო ასე, ჩემთვის რომ მოეყენებინა ვინმეს შეურაცხყოფა და სილა გაეწნა, ფულს კი არ დაველოდებოდი, საპასუხოდ მივუბრუნდებოდი და სამაგიეროს გადავუხდიდი. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ?

რაც შეგეხებათ თქვენ, უბრალოდ ყველანი ლაჩრები ხართ, ძმაო. უბრალოდ მშიშრების ხროვა ხართ, მეტი არაფერი (გულისხმობს უსმან ნურმაგომედოვს და მისი გუნდის წარმომადგენლებს)“.

რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი და მათი თანაგუნდელები აბუ-დაბიში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაღესტნელი მებრძოლები დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დეპორტირებას გაუკეთებენ და აბუ-დაბიში ჩასვლა სამუდამოდ ექნებათ აკრძალული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს ამბავი უნდა დავასრულოთ“ - მერაბმა გაჯიმაგომედოვს მიმართა
    „ეს ამბავი უნდა დავასრულოთ“ - მერაბმა გაჯიმაგომედოვს მიმართა