მერაბ დვალიშვილი, არმან ცარუკიანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უსმანმა ანგარიში ერთით ერთი გახადა“ - ცარუკიანის აზრით, კონფლიქტი ამოწურულია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებაზე ისაუბრა. სომეხმა მებრძოლმა განაცხადა, რომ უსმან ნურმაგომედოვის ქცევის შემდეგ, მხარეებს შორის „ანგარიში 1:1“ გახდა და ამ კონფლიქტს გაგრძელება აღარ მოჰყვება.

ასევე, ცარუკიანი ამბობს, რომ როდესაც ნურმაგომედოვი საპატიმროს დატოვებს, UFC მასთან კონტრაქტს გააფორმებს, რადგან ორგანიზაციას ახალი ვარსკვლავი სჭირდება.

ჟურნალისტი: მაინტერესებს შენი რეაქცია უსმან და უმარ ნურმაგომედოვებთან დაკავშირებულ ისტორიაზე, კონკრეტულად დაკავებაზე, სასჯელის ვადასა და განაჩენზე. შენი აზრით, რამდენად გამართლებულია ეს?

ცარუკიანი: ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია, რამდენად გამართლებულია თუ არა, თუმცა, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, რომ ბიჭს 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასურველი იქნებოდა, უბრალოდ ჯარიმით შემოფარგლულიყვნენ. მაგრამ ვფიქრობ, ამ 6 თვეში კარგად დაისვენებს, ძალებს აღიდგენს და ისევ დაუბრუნდება საჩემპიონო რბოლას.

როგორ ფიქრობ, ეს მის კარიერაზე უარყოფითად არ აისახება? ხომ იცი, ხალხი ამბობს, რომ ამით ყველაფერს წერტილი დაესვა და ასე შემდეგ.

არა, პირიქით, ეს დამატებითი ჰაიპი იქნება. უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს.

შენი აზრით, ამის გამო UFC ხომ არ გადაიფიქრებს იმავე უსმანთან კონტრაქტის გაფორმებას?

არა, მათ ხომ ახალი ვარსკვლავები სჭირდებათ, მით უმეტეს ხაბიბის გუნდიდან - ისლამი მიდის და აღარავინ რჩება, ვისაც სატიტულო ბრძოლებში მონაწილეობა შეუძლია. ვფიქრობ, მას აუცილებლად გააფორმებენ.

შენ რომ აღმოჩენილიყავი მსგავს სიტუაციაში, როცა ასეთი მტრობაა და ყველაფერი ძალიან დაძაბულია, რას გააკეთებდი შესარიგებლად? ისე ჩანს, რომ ყველა ცოტა დაიღალა იმით, თითქოს ეს ამბავი ძალიან შორს წავიდა. როგორ ფიქრობ, საჭიროა თუ არა, რომ ამ სიტუაციაში ხაბიბის ჩარევა?

ეს სიტუაცია უკვე დაიხურა. ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდა და აღარ განმეორდება. მგონია, რომ, როგორც იტყვიან, ანგარიში „ერთით ერთია“.

ცნობისათვის, უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი, ასევე ყველა მათი თანაგუნდელები, რომლებიც ჩხუბის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დეპორტირებას გაუკეთებენ და აბუ-დაბიში ჩასვლა სამუდამოდ ექნებათ აკრძალული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „იქნებოდა ჩხუბი, ეს რომ არ მომხდარიყო“ - ომალის საინტერესო შეკითხვა
    „იქნებოდა ჩხუბი, ეს რომ არ მომხდარიყო“ - ომალის საინტერესო შეკითხვა