„საქართველოსთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ“ - ილია ზაბარნი
ჩრდ. ირლანდიის ნაკრებთან 1:0 მარცხის შემდეგ, უკრაინის ნაკრების მცველმა, ილია ზაბარნიმ განვლილი შეხვედრა შეაფასა და საქართველოსთან მატჩზეც ისაუბრა. ზაბარნიმ აღნიშნა, რომ მისმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.
რას ამბობს ზაბარნი:
„დიახ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, C დივიზიონშიც ვითამაშოთ და ეს უნდა გვესმოდეს. მაგრამ თუ ეს არ გვინდა, საქართველოსთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ამ თამაშზეც მოსაგებად გამოვედით, თუმცა მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, ხარისხია საჭირო.“
დღეს რა დაგაკლდათ?
„შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელები. მაგრამ, როგორც დავინახე, გუნდი ცდილობდა გაეღო ყველაფერი, რაც გვაქვს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. მეტი უნდა ვიმუშაოთ და მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავებს, რათა მომდევნო მატჩში დადებით შედეგს მივაღწიოთ.“
საგულისხმოა, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ნაკრები მატჩს საშინელ ფორმაში ხვდება. უკრაინელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ვერ მოახერხეს გამარჯვება - 1 ფრე, 3 წაგება. საქართველოს ნაკრები კი ზედიზედ 9 ოფიციალური მატჩია ვერ იგებს - 2 ფრე, 7 წაგება. ამასთან, უნგრეთის ნაკრებთან 0:1 მარცხის შედეგად, ჩვენმა გუნდმა ანტირეკორდი დაამყარა, რაც ზედიზედ ხუთ შეხვედრის გატანილი გოლის გარეშე დასრულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის თბილისში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე მატჩი კი 17 ნოემბერს, სლოვაკეთში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება და ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს