„კვარაცხელია არ ჰყავთ და მგონია, არ წავაგებთ“ - უკრაინის ნაკრებს ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, იაროსლავ ხომამ უკრაინულ გამოცემა Sport.ua-სთან საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის ნაკრები ამ მატჩს არ წააგებს, ამის მთავარ მიზეზად კი ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დაასახელა.
რას ამბობს ხომა:
„როდესაც ჩვენმა გუნდმა სასტარტო მატჩებში ჩვენებმა ბუდაპეშტში მოიგო და თბილისში არ წააგო, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მაშინ ისიც კი გავიფიქრე: ზედმეტად არ უნდა მოვიხიბლოთ, რომ მერე იმედი არ გაგვიცრუვდეს-მეთქი. რადგან ახალი მწვრთნელის, ანდრეა მალდერას შეგირდებს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ, სადღაც იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. რაც შეეხება ზედიზედ სამ წაგებას, ასეთია რეალობა, ასეთი საშუალო დონე აქვს ჩვენს ნაკრებს. თუმცა, ვფიქრობ, საქმე დაქვეითებამდე არ მივა. მომდევნო კვირას ქართველებთან მგონია, რომ არ წავაგებთ, რადან მათ მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლებათ და მეეჭვება, ამ თამაშში გამარჯვება შეძლონ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის თბილისში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე მატჩი კი 17 ნოემბერს, სლოვაკეთში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება და ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს