შენგელიას 8 ქულა - დუბაიმ სპარტაკ სუბოტიკას მოუგო
ადმირალბეთის მორიგ ტურში დუბაიმ სპარტაკ სუბოტიკას უმასპინძლა და მარტივად 93:75 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14 წუთი და 20 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ მხოლოდ 8 ქულა და 1 პასი დააგროვა.
მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ერთი 3-ქულიანი ისროლა და ზუსტი არ აღმოჩნდა.
4-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 3-ჯერ გამოუვიდა. 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი ორივე გამოიყენა. 1 მოხსნა საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში კი 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, დუბაის შიდა ჩემპიონატში 7-დან 7 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს 14 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს