საბა ლაზიშვილი
Aa
Aa

წარმატებული დებიუტი RAF-ში | საბა ლაზიშვილმა ურაია ფეიბერს მოუგო

აბუ-დაბიში ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის მორიგ ღონისძიებაზე საბა ლაზიშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარი ინციდენტიდან გაიცნო, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდას, ურაია ფეიბერს დაუპირისპირდა.

 ორი რაუნდის შემდეგ საბა 2:5-ს აგებდა, თუმცა ბოლო რაუნდში 12:2 დაწინაურდა და საბოლოოდ 12:7 გაიმარჯვა.

47 წლის ფეიბერს RAF-ში 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული (სამივე მარცხი). რაც შეეხება ლაზიშვილს, ეს მისთვის RAF-ში სადებიუტო ბრძოლა იყო.

აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველად ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო დაპატიმრებული უმარი RAF-მა ღონისძიებას ჩახსნა და ფეიბერს მეტოქედ საბა ლაზიშვილი შეუწყვილა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვთხოვ ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოუშვან ის ბიჭები ციხიდან“ - დვალიშვილი
    „ვთხოვ ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოუშვან ის ბიჭები ციხიდან“ - დვალიშვილი