ჭიკაძის სადებიუტო ბრძოლა RAF-ში და მარცხი მაგომედშარიპოვთან
აბუ-დაბიში ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის მორიგ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძე ზაბიტ მაგომედშარიპოვს დაუპირისპირდა.
როგორც გიგასთვის, ისე მისი მეტოქისთვის ეს RAF-ში სადებიუტო ორთაბრძოლა იყო. გამოცდილმა დაღესტნელმა ბრძოლა მეორე რაუნდში დაასრულა, „ნინძამ“ კი, სამწუხაროდ, ვერცერთი ქულის აღება ვერ შეძლო.
ცნობისთვის, ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილმა პირველივე რაუნდში ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა, ხოლო საბა ლაზიშვილმა ამერიკელ ურაია ფეიბერს 12:7 მოუგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს