მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დააკავეს

როგორც მოგეხსენებათ, უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს თავს დაესხა და ლაჩრულად უკნიდან დაარტყა, რასაც დიდი ჩხუბი მოყვა.

სულ ცოტა ხნის წინ, ილია თოფურიამ პირადი სოციალური გვერდის მეშვეობით გვამცნო, რომ უსმანი და მისი თანმხლები პირები დააკავეს.

ახლა ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა Sportmail.ru ავრცელებს:

„უსმან ნურმაგომედოვი და ჩხუბის სხვა მონაწილეები გარემოებების გასარკვევად და დასაკითხად დააკავეს.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანმხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან, სათანადო პასუხი მიიღეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    თოფურია: “გავრცელებული ინფორმაციით, უსმანი დააკავეს“
    თოფურია: “გავრცელებული ინფორმაციით, უსმანი დააკავეს“