საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

რომელ კალათში იქნება საქართველო | UEFA-მ უეფამ ევროს შესარჩევი ეტაპის ფორმატი განსაზღვრა

უეფას ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტმა 9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის, კალათების დაკომპლექტების წესი დაამტკიცა.

ერთა ლიგაზე, B დივიზიონის ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მეორე კალათაში მოხვდებიან, ხოლო გუნდები, რომლებიც მე-3 და მე-4 ადგილებს დაიკავებენ - მესამე კალათაში აღმოჩნდებიან.

საქართველოს ნაკრების საბოლოო ადგილი 2026 წლების ერთა ლიგის ჯგუფში 17 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ მატჩში გაირკვევა. მანამდე, 14 ნოემბერს, რამაზ სვანაძის გუნდი უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებს და სამწუხაროდ, პირველი პოზიციის დაკავების შანსი აღარ აქვს. ამ მოცემულობით, რამაზ სვანაძის გუნდი მესამე კალათში იქნება, თუმცა თუ დასკვნით ორ მატჩში პოზიციებს გაიუმჯობესებს და მეორე ადგილამდე აღზევდება, შესაბამისად, მეორე კალათში გადაინაცვლებს.

რაც შეეხება წილისყრას, ის 2026 წლის 6 დეკემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გაიმართება. შესარჩევი ეტაპის მატჩები 2027 წლის მარტიდან ამავე წლის ნოემბრამდე ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის სტადია - 2028 წლის მარტში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რამაზ სვანაძემ შემადგენლობაში ერთი ნახევარმცველი დაამატა
    რამაზ სვანაძემ შემადგენლობაში ერთი ნახევარმცველი დაამატა