საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მათი სუსტი მხარეები კარგად უნდა გავაანალიზოთ“ - უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე

უკრაინის ნაკრების დებიუტანტმა და აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ ნახევარმცველმა, ალექსეი კაშჩუკმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის გვერდთან ერთა ლიგის ორ უახლოეს მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისმა ნაკრებმა ჯერ ჩრდ. ირლანდიის, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებთან უნდა გამართოს.

რას ამბობს კაშჩუკი:

„წინ ორი საპასუხისმგებლო თამაში გვაქვს და მათთვის 100%-ით მზად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, ვინც დღეიდან შეკრებაზე შევდივართ, მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. უქმეებზე ბევრმა ჩვენგანმა ითამაშა და აუცილებელია, რომ ამ მატჩების შემდეგ ძალები კარგად უნდა აღვიდგინოთ, ერთად კარგად მოვემზადოთ და ვივარჯიშოთ. გავაანალიზებთ მეტოქეებს, მწვრთნელი გვეტყვის მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს. ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ყველა ბიჭი კარგ ფორმაშია, ყველას უხარია ნაკრებში ჩამოსვლა, ამიტომ დიდი მოტივაციით მოვემზადებით ამ მატჩებისთვის და იმედი მაქვს, შედეგიც დადებითი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი სლოვაკეთში უკრაინის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს დიდი დარტყმაა“ | უნგრელები საქართველოსთან მატჩზე
    „ეს დიდი დარტყმაა“ | უნგრელები საქართველოსთან მატჩზე