რამაზ სვანაძე, დომინიკ სობოსლაი
Aa
Aa

უნგრეთი მხოლოდ სობოსლაი არაა | სვანაძე რევანშზე ფიქრობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა უნგრეთთან მატჩს ეხებოდა, რომელიც 14 ნოემბერს სწორედ ამ სტადიონზე გაიმართება. ქართველი სპეციალისტი რევანშზე ფიქრობს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებს უნგრეთში ქულის აღება შეეძლო.

„უნგრეთთან რთულ თამაშს ველოდებით. ჩვენგან განსხვავებით, მათი პლუსი ის არის, რომ დიდი ხანია, ერთად არიან და ერთი მწვრთნელის (მარკო როსის) ხელმძღვანელობით თამაშობენ. ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ, თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი მიზნები და კოზირები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაგებია უნგრელთა მოტივაცია, მაგრამ ჩვენც არანაკლები მოტივაცია გვაქვს და ქულები გვჭირდება. მით უმეტეს, რომ სახლში ვთამაშობთ.

გეთანხმებით, სობოსლაი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა უნგრეთის ნაკრები მხოლოდ ის არ არის – მათ კიდევ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, რასაც გუნდური თამაშიც ემატება.

უნგრეთთან გასული მატჩი რომ შევაფასოთ... მძიმე საწყისი წუთების მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ეს თამაში წასაგები იყო, თუმცა ეს ფეხბურთია და ასე გამოვიდა. ახლა გვაქვს შანსი, რევანშზე ვიფიქროთ და თამაში ისე დავასრულოთ, როგორც ჩვენ გვინდა“.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

უნგრეთი - საქართველოს მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, გამარჯვების გოლი მილოშ კერკეზის ანგარიშზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი, 21:00), ბოლო ტურში, 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება (23:45).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    19-წლამდე ნაკრები ხარებაშვილის და ბართიშვილის გარეშე | სვანაძის კომენტარი
    19-წლამდე ნაკრები ხარებაშვილის და ბართიშვილის გარეშე | სვანაძის კომენტარი