რამაზ სვანაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ანდრია ბართიშვილი, თორნიკე კვარაცხელია, საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

19-წლამდე ნაკრები ხარებაშვილის და ბართიშვილის გარეშე | სვანაძის კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. სვანაძემ არაერთ ფეხბურთელზე ისაუბრა, მათ შორის საბა ხარებაშვილიც იყო, რომელმაც ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 10-14 დღეში დაბრუნდება.

 „სამწუხაროდ, საბა ხარებაშვილი ტრავმირებულია. საბა ჩვენს სიაში იყო.

ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, როგორც 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზურაბ ხიზანიშვილთან, ასევე ალექსანდრე იაშვილთან შეთანხმებით, საბა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს დავუთმეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი ნაკრების წარმატება მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საბამ ტრავმა მიიღო და ვერც 19-წლამდე ნაკრებს და ვერც ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება''

18 წლის საბა ხარებაშვილმა ტრავმის გამო სუპერ ლიგის ბოლო ტური გამოტოვა, ბოლოსწინა ტურში კი სამსუნთან ბრწყინვალედ ითამაშა, 2 საგოლე პასი შეასრულა და თურქეთში ავტორიტეტულმა გამოცემამ Asist Analiz-მა მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი ქართველს დიდ ნდობას უცხადებს. ხარებაშვილმა სუპერ ლიგის სეზონში 6 მატჩი ჩაატარა (405 წუთი), 6-დან 5-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მის აქტივში 2 საგოლე პასია. 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

19-წლამდე ნაკრებზე საუბრისას რამაზ სვანაძემ ბართიშვილიც ახსენა, რომელმაც დინამო თბილისთან მატჩში დაშავდა: „ანდრია ბართიშვილიც ტრავმირებულია და მისი არყოფნაც 19-წლამდე ნაკრებისთვის დანაკლისია''.

ანდრია ბართიშვილს მრტ კვლევით წინა წვივ-მცირეწვივის იოგის (ATFL), იგივე სინდესმოსური იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა. მკურნალობის რამდენიმე ეტაპისა და სრული რეაბილიტაციის გავლას სავარაუდოდ 8-12 კვირა დასჭირდება. 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი - ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიას და ჯგუფის მასპინძელ - სან მარინოს დაუპირისპირდება.

19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი)

მცველები: გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (სამგურალი), საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ჩაბრაძე (ლოკომოტივი თბილისი), ერეკლე ძერყორაშვილი (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), ლუკა გურჩიანი (გაგრა), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზი ბარიხაშვილი შეყლაშვილი (ატლეტიკო ოსასუნა), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კობახიძე (დილა გორი), ნიკოლოზ ადუაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი).

თავდასხმელები: დათო მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნაკრების სიაში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არაა | სვანაძე ნარიმანიძეზე
    ნაკრების სიაში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არაა | სვანაძე ნარიმანიძეზე