კარგი თამაში დაუფასდა - Sofascore-მა ბუდუ ტურის სიმბოლურში შეიყვანა
ბუნდესლიგა 2-ის გასულ ტურში ჰაიდენჰაიმმა ჰანოვერს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ როგორ შეძლო ჰაიდენჰაიმმა ქულის გადარჩენა ბუდუ ზივზივაძე იყო.
ქართველმა თავდამსხმელმა გოლი იმ დროს გაიტანა, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა.
ჯვაროსნების შემტევს კარგი თამაში დაუფასდა. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება მის გუნდს, ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგა 2-ში გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაქვეითდა. ახლა კლუბი 16 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონასთან 5 ქულა აშორებს.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი დარმშტადს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი 20 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს