„ერთი წელია თვალს ადევნებენ“ | ნაპოლი კვერნაძეზე სერიოზულად ფიქრობს
მასიმილიანო ალეგრის „ნაპოლიმ“ სერია A-ს ახალი სეზონი ცუდად დაიწყო და 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 15 ქულა აქვს. „პარტენოპეი“ ლიდერ „ლაციოს“ 14 ქულით ჩამორჩება და ნეაპოლელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდებიან.
კლუბთან დაახლოებული გამოცემის, Areanapoli-ის ინფორმაციით, „პარტენოპეის“ სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ორი მათგანი „ფროზინონეს“ წარმომადგენელი ფეხბურთელია. მანას ყურადღების ცენტრში გიორგი კვერნაძე და ლორენცო პალმიზანი მოექცნენ.
„გიორგი კვერნაძე იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებსაც „ნაპოლი“ ყველაზე აქტიურად აკვირდება. კლუბს ქართველი გარემარბი მოსწონს და მას დაახლოებით ერთი წელია თვალს ადევნებს“, — წერს ნეაპოლური გამოცემა.
Areanapoli დასძენს, რომ „პარტენოპეისთვის“ ტრანსფერის დახურვა მარტივი არ იქნება, რადგან „ფროზინონე“ კვერნაძის გაშვებას არ აპირებს. „კანარინი“ გეგმავს, მას ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს და ხელფასი 5-ჯერ გაუზარდოს. Areanapoli-ის მიხედვით, კვერნაძე სერია A-ს სხვა კლუბების რადარზეცაა, მაგრამ ამ მომენტისთვის „პარტენოპეი“ ყველაზე დაინტერესებული მხარეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს