ბარსელონა, ატლეტიკო, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“პირველი ტაიმი კარგად ვერ ვითამაშეთ“ - ფლიკმა ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ატლეტიკოს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ,  ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ფლიკმა?

„პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. წინა მატჩამდე დე იონგს ვესაუბრე, რათა გამერკვია, შეეძლო თუ არა ამ პოზიციაზე თამაში. გეგმა ასეთი იყო: 15 წუთი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ეთამაშა, შემდეგ კი პოზიცია შეეცვალა, როდესაც ბერნალი დაიღლებოდა.

ტაიმის დასრულებამდე ანგარიში 1:1 რომ გახდა, ეს მნიშვნელოვანი იყო. ბურთზე პრესინგის განხორციელება მარტივი არ ყოფილა. მეორე ტაიმი კარგი გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ, გამარჯვება დავიმსახურეთ და სამი ქულაც მოვიპოვეთ.

ამ დონის მატჩების მოსაგებად საკმარისი ხარისხი გვაქვს. ამ გუნდის მჯერა. აქ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ არის. წინ გრძელი სეზონი გველოდება. ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტიტულები მოვიგოთ და წარმატებას მივაღწიოთ.

ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია. ახლა სანაკრებო პაუზა იწყება, ფეხბურთელები გუნდებს დატოვებენ და ბევრი მატჩის ჩატარება მოუწევთ. ეს რთული ვითარებაა, თუმცა მათი მოვალეობაც სწორედ ეს არის. ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ მსგავსი სიტუაციები და ვიზრუნოთ ფეხბურთელებზე“.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, კატალონიურ გრანდს 33 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის ლიდერია. ბარსელონას 30 ქულით, მეორე პოზიციაზე რეალი მოსდევს, ხოლო ატლეტიკო 28 ქულით მესამე ადგილზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვილიარეალმა ხეტაფეს მოუგო | მიქაუტაძემ 84 წუთი ითამაშა, საზონოვი თადარიგში დარჩა
    ვილიარეალმა ხეტაფეს მოუგო | მიქაუტაძემ 84 წუთი ითამაშა, საზონოვი თადარიგში დარჩა