ელენა რიბაკინა
Aa
Aa

ჯანმრთელობის პრობლემები - ელენა რიბაკინა შემაჯამებელს ჩაეხსნა

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ WTA-ს პირველი ნომერი და შემაჯამებელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტურნირს ჩაეხსნა. მას მარტა კოსტიუკი ჩაანაცვლებს.

ეს ამბავი მისი გულშემატკივრებისთვის და ალბათ კონკურენტებისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან გუშინწინ გამართულ ფოტოსესიაზე რიბაკინა თავს შესანიშნავად გრძნობდა, ასევე აქტიურად ვარჯიშობდა.

სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ ელენას ჩაშლილი ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის უცნაურად გამოიყურება.

მეტიც, ჟურნალისტის დასმული კითხვის შემდეგ, მან პასუხის გაცემა ვერ მოახერხა და ინტერვიუს შეწყვეტა ითხოვა.

ვიზუალურად ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. სახის და ყელის მიდამოში მთლიანად გაწითლდა. სოციალურ ქსელ X-ზე გულშემატკივრები წერენ, რომ მისი მტანჯველი ალერგია დაბრუნდა და შემაჯამებელი ტურნირიდან მოხსნის მიზეზი სწორედ ეს არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მაინც ბევრისთვის გაურკვეველია.

თავად რიბაკინამ განაცხადა, რომ ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დრო მთლიანად რეაბილიტაციას უნდა დაუთმოს, რათა 2027 წელი წარმატებით დაიწყოს და ავსტრალიის ღია პირველობა დაიცვას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები