ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები ფინალშია - ტიტულის დაცვაში ხელს რუსეთი შეგვიშლის

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში გავიდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და უნგრეთი 4:2 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთთან უდრამატულეს შეხვედრაში 4:3 გავიმარჯვეთ და ფინალში გავედით, სადაც შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას რუსეთის ნაკრებთან შევეცდებით.

ფრანგებთან დაპირისპირებაში ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+90 კგ) მეტოქეები სუფთა გდებით დაამარცხეს და ფინალში გამსვლელ ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) იუკოთი იგებდა კიდეც, თუმცა არბიტრებმა საკამათო გადაწყვეტილებით გამოცდილი გორელი ძიუდოისტი ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯეს. ამას მოჰყვა გოლდენ სკორში ნინო გულბანის მარცხი და ანგარიში გათანაბრდა - 3:3. ლოტოტრონის დატრიალების შემდეგ, ფორტუნამ შავდათუაშვილს შეხვედრის ბედის გადაწყვეტის საშუალება მისცა და მანაც ეს ყველაფერი იდეალურად გამოიყენა და იგივე გობერი იუკოთი დაამარცხა.

 ცნობისათვის, ბელგრადში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გადახალისებული შემადგენლობით ზაგრების გრან პრიზე | ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა
    გადახალისებული შემადგენლობით ზაგრების გრან პრიზე | ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა