ძიუდოს 23-წლამდე ჩემპიონატი | ბრინჯაოს მედალი სამმა ქართველმა მოიპოვა
იტალიის ქალაქ ნეაპოლში 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა სამი მედალი აიღეს და ბრინჯაოს მედლები ლუკა გადელია, მათე ბერუაშვილმა და ნინო ლოლაძემ დაისაკუთრეს.
ლუკა გადელია -60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ისრაელელ იეჰონათან ვეკსლერთან წააგო, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. გადელია რეპეშაჟში გადაერთო და სომეხი შავარშ ნაჰაპეტიანი შიდოებით დაამარცხა.
-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნახევარფინალის საგზური ორმა ქართველმა ჯუდოკამ მოიპოვა. გიორგი ლოლაძე ვიქტორ სკერლევს დაუპირისპირდა, მათე ბერუაშვილი — ფაბრიციო ესპოზიტოს. სამწუხაროდ, ორივემ წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთნენ. ბერუაშვილმა აბილ იუსუბოვი დაამარცხა, ლოლაძემ ვლად მიტრუსთან წააგო.
გოგონათა შორის, -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძე ნახევარფინალში გავიდა, თუმცა მიკელა ტერანოვასთან დამარცხდა. ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კაროლინა სიენიკას მოუგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს