აბუ-დაბის გრანდ სლემი | როგორია ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა
29-31 ოქტომბრის ჩათვლით, არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა ტურნირისთვის გადახალისებული შემადგენლობა დაასახელეს.
-73 კგ. - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
-81 კგ. - კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე.
-90 კგ. - ვლადიმერ ახალკაცი.
-100 კგ. - ონისე სანებლიძე, ნიკა ხარაზიშვილი.
+100 კგ. - ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი.
2026 წლის ბოლომდე სამი პრესტიჟული ტურნირია დარჩენილი - აბუ დაბის გრანდ სლემი, ზაგრების გრან პრი და ტოკიოს გრანდ სლემი. მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით წლის ბოლო სლემზე, ანუ ტოკიოში დაგეგმილ ტურნირზე იასპარეზებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს