კილიან მბაპე, ჟოაუ კანსელუ, იან დიომანდე
Aa
Aa

„რატომ არ გადაამოწმა VAR-მა ეს სამი ეპიზოდი?“ | რეალის ტელევიზია ელ კლასიკოზე

ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. მადრიდელებმა „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ დაამარცხეს და კილიან მბაპეს დუბლის წყალობით 2:1 მოიგეს.

„რეალის“ ტელევიზიას „ელ კლასიკო“ უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში მადრიდელებმა საკამათო ეპიზოდებზე ისაუბრეს და ჟოზე მოურინიოს პოზიცია გაიზიარეს.

„ვიღაცები ამბობენ, რომ მსაჯებზე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც ცუდი შედეგი გვაქვს, რათა ხალხის ყურადღება წარუმატებლობიდან სხვა რაღაცებზე გადავიტანოთ. ახლახან „ელ კლასიკო“ მოვიგეთ და მოდით, ყველაფერზე პირდაპირ ვისაუბროთ.

რატომ არ გადაამოწმა VAR-მა ჟოაუ კანსელუს ეპიზოდი, რომელმაც იან დიომანდეს წინააღმდეგ იუხეშა? რატომ არ გადაამოწმეს ლამინ იამალის ქმედება ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ? და რატომ არ გადაამოწმეს ბალდეს ხელით თამაშის ეპიზოდი?“.

ცნობისთვის, „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ მსაჯობაზე ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის მიხედვით, მსაჯმა კარგად იმუშავა, თუმცა ვიდეორეფერის მე-60 წუთზე, როდესაც კანსელუმ დიომანდეს წინააღმდეგ იუხეშა, ჩაეძინა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა