ხვიჩა კვარაცხელია, გავი
Aa
Aa

„კვარა ყოველთვის მიყვარდა და მჯერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება“ - გავი

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, გავიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა და ქართველ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რას ამბობს გავი:

„ძალიან მომწონს კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, ყოველთვის მიყვარდა და მხარდაჭერას ვუცხადებ მას იმ ტრავმის გამო, რაც ჰქონდა. ეს არ არის მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება“.

ესპანელმა ნახევარმცველმა ოქროს ბურთის ფავორიტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარაცხელია ტოპ 5 ფეხბურთელს შორის უნდა იყოს, თუმცა ჯილდო ლამინ იამალმა უნდა მოიგოს:

„ჩემთვის ის ასევე უნდა იყოს „ოქროს ბურთის“ ტოპ 5-ში, რადგან გასულ წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ძალიან გამიხარდება, თუ ნომინანტებს შორის მოხვდება, რადგან ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებს, მაგრამ იმედი მაქვს, ჯილდოს ლამინი მოიგებს, რადგან ის საუკეთესოა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა „ბარსელონასთან“ მატჩში, ხავი ესპარტისთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა — მარჯვენა ფეხს ვერ დგამდა და მოგვიანებით კატასტროფული დიაგნოზი დადასტურდა.

რაც შეეხება ოქროს ბურთს, დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ხვიჩას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ...“ - სანიოლმა კვარას ტრავმაზე ისაუბრა
    „ხვიჩას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ...“ - სანიოლმა კვარას ტრავმაზე ისაუბრა